ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბაღდადში მომხდარ აფეთქებებს 10 კაცის სიცოცხლე შეეწირა.


ერაყის უშიშროების სამსახურები აცხადებენ, რომ დღეს ბაღდადში განხორციელებულ, ორი ავტომობილის აფეთქებას 10 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. დაჭრილია რამდენიმე კაცი. ინფორმაციის თანახმად, პირველი ტერაქტი ქალაქის სამხრეთ ნაწილში მოხდა. შედეგად დაიღუპა 5, ხოლო დაიჭრა 10-ზე მეტი ადამიანი.

მეორე აფეთქებას, რომელიც ბაღდადის დორას უბანში მდებარე ბაზარში განხორციელდა, ასევე 5 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ამ ტერაქტის შედეგად დაჭრილია 7 კაცი.

ბაღდადის ჩრდილოეთით მდებარე დაბა ტაჯიში კი, საწვავით დატვირთული საბარგო მანქანის აფეთქებას 5-თი კაცის სიცოცხლე ემსხვერპლა. აფეთქების შორიახლოს მყოფი რამდენიმე ადამიანი ცუდად გახდა. ხელისუფლება ეჭვობს, რომ საწვავი ტოქსიკურ ნივთიერებას შეიცავდა. ჯერ-ჯერობით დადგენილი არ არის თუ რამ გამოიწვია ეს აფეთქება.

XS
SM
MD
LG