ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ინდოეთიდან პაკისტანში მიმავალ მატარებელში მომხდარი ტერაქტის მსხვერპლი 68-მდე გაიზარდა


ინდოეთიდან პაკისტანში მიმავალ მატარებელში მომხდარი ტერაქტის მსხვერპლი 68-მდე გაიზარდა, როდესაც კიდევ ერთი ადამიანი მიღებული დამწვრობისაგან საავადმყოფოში გარდაიცვალა.

დღეს ჩატარებულ პრესკონფერენციაზე პოლიციამ ორი ეჭვმიტანილის არსებობის შესახებ განაცხადა რომლებმაც კონდუქტორთან შელაპარაკების შემდეგ დატოვეს მატარებელი. პოლიციის წარმომადგენელის შარად კუმარის განცხადებით:” ერთ-ერთი მათგანი მსუქანი ულვაშებიანი მამაკაცი იყო მეორე კი 26-27 წლის გამხდარი ბიჭი, რომლებიც ადგილობრივ დიალექტზე ლაპარაკობდნენ.”

ამ ტერაქტის შემდეგ პოლიციამ შემთხვევის ადგილიდან ნავთით სავსე ბოთლები და საათის მექანიზმი ამოიღო. დაკავებულია ერთი ეჭვმიტანილი.

ინდოეთმა და პაკისტანმა დაგმეს აღნიშნული ტერაქტი რომელიც ვერ შეაცერებს ორ ქვეყანას შორის დაწყებულ სამშვიდობო პროცესს.

XS
SM
MD
LG