ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ნატოს ჯარისკაცებმა, როდოვან კარადიჩის  შვილების კუთვნილი ბინები გაჩხრიკეს


ნატოს ჯარისკაცებმა, დღეს ბოსნიის ქალაქ პალეში მდებარე, ძებნილი ბოსნიელ სერბთა ერთ-ერთი ლიდერის როდოვან კარადიჩის შვილების ბინები გაჩხრიკეს.

ნატოს მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, ალიანსი ეჭვობს, რომ სასა და სონია კარადიჩები მამას მალვაში და მართლმსაჯულების თავიდან აცილებაში 11-ტი თვის განმავლობაში ეხმარებოდნენ.

ბინების კარებების შემტვრევის სემდეგ, ნატოს ჯარისკაცები კარადიჩის შვიელბს რამდენიმე საათის განმავლობაში უტარებდნენ დაკითხვას. ალიანსის პრესმდივნის თქმით, ჩხრეკამ და დაკითხვამ წარმატებით ჩაიარა. ბოსნიელ სერბთა სამხედრო ლიდერს როდოვან კარადიჩს, გაერომ 1995-ტ წელს, ბოსნიის ომის დროს გენოციდის განხორციელების ბრალდება წაუყენა.

XS
SM
MD
LG