ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

შეერთებული შტატების სადაზვერვო სააგენტოს 26 თანამშრომელი სასამართლოს წინაშე წარსდგებიან


იტალიელი მოსამართლის ბრძანებით შეერთებული შტატების სადაზვერვო სამმართველოს 26 თანამშრომელი და იტალიის სამხედრო დაზვერვის სამსახურის ყოფილი შეფი ნიკოლო პოლარი სასამართლოს წინაშე წარსდგებიან. მათ 2003 წელს მუსლიმანი სასულიერო პირის გატაცება ედებათ ბრალად.

სასამართლო 8 ივნისს არის დანიშნული. ოფიციალური პირები აცხადებენ რომ ეგვიპტელი სასულიერო პირი მუსტაფა ოსამა ნასრი, ასევე ცნობილი როგორც აბუ ომარი, რომელიც ამავე დროს ტერორიზმშია ეჭვმიტანილი, მილანიდან გაიტაცეს და ეგვიპტეში გადააგზავნეს სადაც მას გათავისუფლებამდე თვეების განმავლობაში აწამებდნენ.

ბრალმდებლები ამტკიცებენ რომ აბუ ომარი სადაზვერვო სააგენტოს განსაკუთრებული პროგრამის თანახმად იქნა გატაცებული. პროგრამა ტერორიზმში ეჭვმიტანილი პირების შეპყრობას, მესამე ქვეყანაში გადაგზავნასა და დაკითხვას ითვალისწინებს.

იტალიელი ჯაშუში ნიკოლო პოლარი აცხადებს რომ მისთვის უცნობია მსგავსი პროგრამა და უარყოფს ბრალდებას.

ეგვიპტეში დაკავებულებთა წამების შემთხვევები ხშირია.

ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო ორგანიზაციები შეშფოთებულები არიან მსგავსი ფაქტებით. პრეზიდენტი ბუში უარყოფს დაკავებულთა წამების ფაქტებს და ამავე დროს საერთაშორისო კანონმდებლობის გათვალისწინებით მხარს უჭერს სადაზვერვო სააგენტოს მიერ განხორცელებულ მსგავს მოქმედებას.

XS
SM
MD
LG