ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთი ცალმხრივად შეერთებულ შტატებთან აპირებს  იარაღის შემცირების ხელშეკრულების შესრულების შეწყვეტას


რუსეთის გენშტაბის მეთაურმა გენერალმა იური ბალუიევსკიმ განაცხადა, რომ რუსეთი ცალმხრივად აპირებს, შეერთებულ შტატებთან საბჭოთა პერიოდში მიღწეული, იარაღის შემცირების ხელშეკრულების შესრულების შეწყვეტას.

გენერალმა დაამატა, რომ ხელშეკრულების შესრულების შეწყვეტა, ამერიკის მიერ აღმოსავლეთ ევროპაში რაკეტსაწინაღო დაცვის განლაგების გადაწყვეტილების მიღებაზეა დამოკიდებული.

საშუალო რადიუსის მქონე ბირთვული რაკეტების შემცირების შესახებ ხელშეკრულებას მიხეილ გორბაჩოვმა და რონალდ რეიგანმა 1987 წელს მოაწერეს ხელი.

მოსკოვი ნატოს ბლოკის მიერ პოლონეთში რაკეტსაწინაღო სისტემებისა და ჩეხეთში რაკეტის გეზის განმსაზღვრელი ტექნოლოგიების დაყენებას გადაწყვეტილებას ძლიერ ეწინააღმდეგება. მოსკოვი აცხადებს, რომ ამ შემთხვევაში ნატოს რაკეტები რუსეთიდან ძალზე ახლოს იქნება განლაგებული.

ვაშინგტონი ამტკიცებს, რომ რაკეტსაწინაღო სისტემები ევროპის დაცვას ემსახურება ისეთი ქვეყნებისაგან, როგორებიცაა ჩრდილოეთ კორეა და ირანი.

XS
SM
MD
LG