ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პალატაში განიხილავენ არა სავალდებულო ხასიათის რეზოლუციას


უკვე მესმაე დღეა კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში განიხილავენ არა სავალდებულო ხასიათის რეზოლუციას რომელიც შეერთებული შტატების პრეზიდენტ ბუშის მიერ წარდგენილი სამხედრო სტრატეგიას, კერძოდ ერაყში დამატებითი სამხედრო ძალების გადასროლას ეწინააღმდეგება. რესპუბლიკური პარტიის სულ მცირე 10 წევრი წინააღმდეგია დამატებითი ძალების ერაყში გადასროლისა. რესპუბლიკელი კონგრესმენი პენსილვანიის შტატიდან ფილ ინგლიშის განცხადების თანახმად მას აღელვებს შეერთებული შტატების სამხედრო ძალებზე განხორციელებული ზეწოლა და ეჭვის ქვეშ აყენებს ერაყის მთავრობის ერთგულებას.

რეზოლუცია ეწინააღმდგება პრეზიდენტის გეგმას ერაყში დამატებითი 20 ათასი ჯარისკაცის გადასროლას.

დემოკრატთა მიერ წარდგენილი რეზოლუციის დამტკიცებას ხვალისთვის დანიშნული კენჭისყრისას სავარაუდოდ რამდენიმე რესპუბლიკელი დაუჭერს მხარს.

პრეზიდენტმა აღნიშნა რომ კონგრესს უფლება აქვს გამოხატოს თავისის აზრი მაგრამ იქვე დასძინა რომ უმჯობესია თუ კონგრესი მოერიდება წარდგენილი რეზოლუციის სავალდებულო ხასიათის რეზოლუციად გადაქცევას რომელიც ერაყში დამატებითი სამხედრო ძალების გადასროლის დაფინანსებას აღუდგება წინ.

XS
SM
MD
LG