ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ლიბანის  მთაგორიან რაიონში გზაზე მიმავალი ავტობუსების მახლობლად ბომბების აფეთქების შედეგად სულ ცოტა 3 ადამიანი დაიღუპა და 20 დაიჭრა


ლიბანის ხელისუფლების განცხადებით ქვეყნის მთაგორიან რაიონში გზაზე მიმავალი ავტობუსების მახლობლად ბომბების აფეთქების შედეგად სულ ცოტა 3 ადამიანი დაიღუპა და 20 დაიჭრა. ეს აფეთქება ქრისტიანულ ქალაქ ბიკფაიას მახლობლად მოხდა, რომელიც პრეზიდენტ ამინ ჟმაიელის სამშობლოა. ამინ ჟმაიელის ვაჟიშვილი პიერი შარშან ნოემბერში მოკლეს.

ავტობუსებით ბეირუთში მიმავალი მუშები მგზავრობდნენ. ეს ტერაქტი ლიბანის ყოფილი პრემიერ-მინისტრის რაფიკ ხარირის მკლელობის ორი წლისთავს დაემთხვა, რომელშიც ზოგიერთები სირიას ადანაშაულებენ.

ოთხშაბათს ლიბანის ხელისუფლების მხარდამჭერები ამ თარიღთან დაკავშირებით დემონსტრაციის ჩატარებას აპირებენ ბეირუთში.

XS
SM
MD
LG