ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჩრდილოეთ კორეა დათანხმდა ბირთვული ობიექტების დახურვას ეკონომიკური შეღავათების და საწვავის მიღების სანაცვლოდ


საერთაშორისო მოლაპარაკებაზე ჩინეთის წარმომადგენელის ვუ დაუეის განცხადებით:” ჩრდილოეთ კორეა თანახმაა დახუროს ბირთვული ობიექტი იანგბუნში, საერთაშორისო ინსპექტორებს მუშაობის განახლების უფლება მისცეს და საკუთარი ბირთვული მასალების ნუსხა წარმოადგინოს.”

ამის სანაცვლოდ ფხენიანს თავდაპირველად 50000 ტონა ნავთობს მიაწვდიან და ბირთვული ობიექტების დემონტაჟის დაწყების შემდეგ კიდევ დამატებით 950 000 ტონა საწვავით მოამარეგებენ.

მოლაპარაკებაზე შეერთებული შტატების წარმომადგენელის ქრისტოფერ ჰილის განცხადებით ამ შეთანხმების მიღწევა უდავოდ წინ გადადგმული ნაბიჯია, რომელიც ჩრდილოეთ კორეის განიარაღების პროცესის დასაწყისად უნდა ჩაითვალოს.

2005 წლის სექტემბერში ფხენიანი დათანხმდა ბირთვული იარაღის დემონტაჟს, თუმცა ცოტა ხანში ბოიკოტი გამოუცხადა ექვსმხრივ მოლაპარაკებებს.

XS
SM
MD
LG