ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტერიტორიალური მთლიანობა ქვეყნის უმთავრესი საკითხია!


საქართველოს ხელისუფლება ძალიან ხშირად გვახსენებს, რომ ტერიტორიალური მთლიანობა ქვეყნის უმთავრესი საკითხია, რომელიც მან უნდა გადაწყვიტოს. ბუნებრივია ეს საკითხი, არა მხოლოდ მმართველი პარტიისათვის, არამედ ოპოზიციისთვის, სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციებისათვის და მთელი ქართული მოსახლეობისათვის აქტუალურია. ამიტომ, იქნებ დროული იყოს, დავსვათ კითხვა: უახლოეს წარსულში რა გაკეთდა, რა კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგა იმისათვის, რომ ეს კონფლიქტები მშვიდობიანი გზით იყოს მოგვარებული. ჩვენს კითხვას, რესპუბლიკური პარტიის წევრი, კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი პასუხობს.

პაატა ზაქარეიშვილი – მართლაც დროული კითხვაა, ვინაიდან დღის წესრიგში ნომერ პირველ საკითხად დგას. ამას წინათ საქართველოს პრეზიდენტმა გააკეთა განცხადება რომ “ჩვენ ამას დიდხანს ვერ მოვითბენთო”. ასეთ შემთხვევაში ლოგიკური იქნება დავსვათ კითხვა, რა გაკეთდა უკანასკნელი წლების მანძილზე იმისათვის, რომ დღეს ვეღარ მოვითბინოთ. გავიხსენოთ რა გაკეთდა და გავაანალიზოთ, მაგალითად, კოდორის ხეობის ოპერაცია – ამან დაგვაახლოვა აფხაზეთის დაბრუნებასთან თუ დაგვაშორა? მე ვფიქრობ რომ დაგვაშორა; კვიციანი ჯერაც არ არის დაჭერილი, იქ გზების დაგებაზე, სკოლების აშენებაზე და ფქვილის შეტანაზე არც მანამდე უთქვამს მოსახლეობას უარი. ერთადერთი პოზიტიური ის გახლავთ, რომ კოდორის ხეობაში აფხაზეთის ლეგიტიმური ხელისუფლება იმყოფება, თუმცა ესეც საკამათო საკითხია. მანამადე კი მოხდა ის, რომ ამ საკითხს ჩამოაცილეს გოგა ხაინდრავა და ირაკლი ალასანია, ყველასათვის ცნობილია, რომ ეს ოქრუაშვილის ძალისხმევით მოხდა. ამან, ასევე, დაგვაშორა კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პერსპექტივას. სხვა, დადებითი პოზიტიური ამ მიმართლებით არაფერი გაკეთებულა, და რაც მთავარია გაწყდა ყველანაირი კონტაქტები აფხაზურ მხარესთან.

ამგვარია კონფლიქოტლოგი პაატა ზაქარეიშვილის პოზიცია. ჩვენ აუცილებლად გავაგრძელებთ ამ საკითხზე საუბარს და ვეცდებით არც ერთი მნიშვნელოვანი მოვლენა უყურადღებოდ არ დავტოვოთ.

XS
SM
MD
LG