ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ერაყის არმიამ დააკავა ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს ოფიციალური პირი


აშშ-ის შეიარაღებული ძალების პრეს-ცენტრის განცხადების თანახმად დაკავებული ჯანმრთელობის სამინისტროში მოთარეშეების ინფილტრაციას უწყობდა ხელს. ამ განცხადების თანახმად ამ პირის მოქმედების შედეგად რამოდენიმე ოფიციალიური პირი დაიღუპა.

მანამდე ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა განაცხადა რომ ერაყისა და ამერიკის ძალებმა ბაღდადში განხორციელებული რეიდის დროს დააკავეს ჯანმრთელობის მინისტრის მოადგილე ჰაკიმ ზამილი.

მოარული აზრის თანახმად ჯანმრთელობის სამინისტროს მაღალ-ჩინოსნები რადიკალი შიითი ლიდერის მოქტადა ალ სადრის ერთგულნი არიან. ამ ფონზე ერაყის უშიშროების სამსახური აცხადებს რომ ერაყში განხორციელებული თავდასხმების შედეგად სულ მცირე 28 კაცი დაიღუპა. ბაღდადის რაიონში დანაღმული ავტომობილის შედეგად დაიღუპა 10 ხოლო დაიჭრა 25 კაცი.

XS
SM
MD
LG