ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თბილისში საერთაშორისო აეროპორტი გაიხსნა!


თბილისს დღეს ოფიციალური ვიზიტით ეწვივნენ აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი და თურქეთის პრემიერ მინისტრი რეჯეპ ტაიპ ერდოგანი. სულ რამდენიმე წუთში სტუმრები დაესწრებიან თბილისის ახალი საერთაშორისო აეროპორტის გახსნის ცერემონიას, რომელსაც საათში 1500 მგზავრის მიღების შესაძლებლობა ექნება. დღეს თბილისში მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე აზერბაიჯანის ყოფილი პრეზიდენტის ჰეიდარ ალიევის მონუმენტი გაიხსნა. მონუმენტის გახსნას საქართველოს ნპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი დაესწრნენ, სანაპიროს გარკვეულ მონაკვეთს კი ჰეიდარ ალიევის სახელი მიენიჭა. ამასთან დაკავშირებით ხელისუფლების მისამართით კრიტიკული განცხადებები გააკეთეს პარლამენტარმა ზვიად ძიძიგურმა და რესპუბლიკური პარტიის ერთერთმა ლიდერმა თინა ხიდაშელმა. დღემდე სანაპიროს საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას სახელს ატარებდა. ჰეიდარ ალიევის სახელი მიენიჭა სანაპიროს მონაკვეთს ლაგუნა ვერედან საავტომობილო გზების დეპარტამენტამდე.

თბილისში აზერბაიჯანის პრეზიდენტისა და თურქეთის პრემიერ მინისტრის ვიზიტისას ხელი მოეწერება დოკუჯმენტთა პაკეტს. საქართველოს და აზერბაიჯანის პრეზიდენტები, ასევე თურქეთის პრემიერი აზერბაიჯანი-საქართველოსა და თჲრქეთს შორის ყარსი-ახალქალაქი-ბაქოს სარკინიგზო მაგისტრალის მშენებლობის ჩარჩო ხელშეკრულებას მოაწერენ ხელს, რომლის მშენებლობა ივნისში დაიწყება და 2009 წლის განმავლობაში დასრულდება. უფრო დეტალურად ამის შესახებ საქართველოს რეგიონალური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ალექსანდრე შალამბერიძე ამბობს, რომ ეს არის ისტორიული მოვლენა და რომ სამ ქვეყანას შჴრის შემდგარი ხელშეკრულება რეგიონალურ ეკონომიკურ განვითარებას შეუწყობს ხელს.

XS
SM
MD
LG