ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ერაყის აღდგენისთვის გამოყოფილი თანხები უშედეგოდ გაიფლანგა


ერაყში კოალიციური დროებითი მთავრობის ყოფილი ხელმძღვანელი აღიარებს ერაყის აღდგენისთვის გამოყოფილი თანხების განაწილებაში დაშვებულ შეცდომებს.

პოლ ბრემერმა შეერთებული შტატების კონგრესის კომიტეტს განუცხადა რომ მილიარდობით დოლარი იქნა უშედეგოდ გაფლანგული. განცხადებაში ბრემერი ასევე აცხადებს რომმიუხედავად ამისა მან ძალღონე არ დაიშურა მიწასთან გასწორებული ერაყის ეკონომიკის აღდგენისთვის.

თუმცა მეთვალყურეობის კომიტეტის თავჯდომარე, დემოკრატი კონგრესმენი ჰენრი ვაქსმენი ერაყში თანხების გადაგზავნისა და მასზე კონტროლის მეთოდიკას ადანაშაულებს.

XS
SM
MD
LG