ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ლიბანის კრიზისი მოუგვარებელი რჩება


ანალიტიკოსები თვლიან, რომ ლიბანის კრიზისი მანამდე არ მოგვარდება სანამ მისი გამომწვევი მიზეზები იარსებებს. ლიბანის პოლიტიკურ კრიზში ქვეყნის სხვადასხვა რელიგიურ თემებს საკუთარი წვლილი შეაქვთ. ლიბანის თემები სხვადასხვა ფერებით არიან წარმოდგენილნი. ასე ჰარირის „მომავლის მოძრაობა” ცისფერს ხმარობს. ოპოზიციური „პატრიოტთა თავისუფალი მოძრაობა” ნარინჯისფერს. შიიტური პარტიები მწვანესა და ყვითელს ხმარობენ.

ყველა ფრაქციაა საკუთარ ტელეარხს, რადიოსადგურასა და გაზეთებს ფლობს. ამ მეიდიის საშუალებით ზოგჯერ ერთი და იგივე საკითხი ისე განიხილება, რომ გეგონებათ, რომ საუბარი სულ სხვადასხვა ფაქტზეა. ყოველი მხარე აგრეთვე მთელს ქვეყანაში ბილბორდებსა და პლაკატებს ფენს. გასული წლის 14 მარტს ოპოზიციამ მიტინგების მოწყობა დაიწყო, მაშინ ლიბანში ინგლისურ, ფრანგულ და არაბულენოვანი ბილბორდები გაჩნდა, წარწერით „მე მიყვარს სიცოცხლე”. ოპოზიციამ ეს ლოზუნგი ჰეზბოლას დაჯგუფების მიერ სიკვდილისა და მარტვილობის ბრძოლის მეთოდებთან დასაპირისპირებლად გადააკეთა და პლაკატებზე გაჩნდა წარწერები „ მე მიყვარს ღირსეულად ცხოვრება” და „მე მიყვარს სიცოცხლე ჩემებურად”.

ოპოზიცია საკუთარ თავს 8 მარტელებად მოიხსენიებდა. ხელისუფლებას კი 14 მარტელებად ნათლავენ. მესამე ძალა, რომელიც მომრიგებლის როლში ხედავდა თავს 8 და 14 შორის არსებული ციფრის მიხედვით, 11 მარტელებად მოინათლა.

ახალი ჯგუფის ლოზუნგი იყო „ერთს მივუმატოდ ერთი უდრის ლიბანს”. ამ ჯგუფის პლაკატები თეთრი ფერისაა. ჯგუფი აცხადებს, რომ ლიბანს ისედაც ბევრი პოლიტიკური ფერია გაბატონებული. ჯგუფის ლიდერები ამტკიცებენ, რომ ისინი ნეიტრალურ პოზიციაზე დგანან და ლიბანის ერთმანეთში მებრძოლ პოლიტიკურ პარტიებს მოთათბირებისაკენ მოუწოდებენ.

11 მარტელები საკუთარ თავზე ყურადღების გამახვილებას გაურბიან. ასე მაგალითად, როდესაც სიტყვით გამოსვლისას ჯგუფის ერთ-ერთ ლიდერს საკუთარი თავის წარდგენა სთხოვეს, მან მხოლოდ თავისი სახელი ფაჰდი გაამჟღავნა. მისი თქმით ჯგუფი მხარეების გაკიცხვას კი არ ცდილობს, არამედ მათი მოლაპარაკების მიღწევისათვის აუცილებელი საფუძვლის გამონახვას.

„ჩვენ ვთვლით, რომ ერთმა პარტიამაც და მეორემაც ქვეყნისათვის ძალზე ბევრი სასიკეთო რამ გააკეთეს. მაგრამ მათ შორის არსებული ურთიერთობა ქვეყნისათვის საზარალოა. ჩვენ მათ ვეუბნებით ‘ხალხო სხვა გზაც არსებობს, ურთიერთობის დასამყარებლად თქვენ ამ გზას უნდა მიაგნოთ”. ყველაფერი მხოლოდ კომუნიკაციას ეხება და არა იმას თუ ვინ აკეთებს ცუდსა თუ კარგს. ის თუ როგორ ურთიერთობენ ისინი, თუ რაზე საუბრობენ ქუჩებში თუ ტელევიზიის მეშვეობით ძალზე ავნებს ჩვენს ქვეყანას”. ამბობს ფადი.

ჯგუფის ბილბორდებმა და პლაკატებმა მოსახლეობის ყურადღება მიიპყრო. თუმცა ბევრი სკეპტიკურად აღიქვავს 11 მარტელების მტკიცებულებას საკუთარი ნეიტრალიტეტის შესახებ, ან იმას თუ შესძლებს ეს ჯგუფი რამის შეცვლას.

„ამ დევიზის გამოყენება სასოწარკვეთილებაზე მეტყველებს. ჩვენ სასოწარკვეთილად ვცდილობთ იმის მტკიცებას, რომ შუალედური გზაც არსებობს”. ამბობს გაზეთ დეილი სტარის მთავარი რედაქტორი ჯამილ მრუე.

თუმცა მრუე აღიარებს, რომ პოლიტიკურმა დებატებმა უკვე საგანგაშო ზღვარს მიაღწია.

ლიბანის მთელი თანამედროვე ისტორია, ქვეყნის მრავალფეროვან ეთნიკურ და რელიგიურ თემებს შორის არსებული, რთულ ურთიერთობის დაბალანსების მიღწევის მცდელობას წარმოადგენს. ჯერ-ჯერობით ვერცერთმა მთავრობის სისტემამ სასურველი შედეგის მიღწევა ვერ შესძლო. ძველი სისტემის მარცხს 15 წლიანი სამოქალაქო ომი მოჰყვა. ხოლო იმ შეთანხმების მარცხმა, რომლის დამსახურებითაც ომი დასრულდა, ახლანდელი კრიზისი წარმოშვა.

ახლა, ლიბანში მიმდინარე პოლიტიკური დებატები მთავრობის დაკომპლექტებას უფრო მოიცავს, ვიდრე მისი როლისა თუ ძალაუფლების განსაზღვრას. დიალოგებს მიღმა რჩება ისეთი საკვანძო საკითხები, როგორებიცაა, საარჩევნო კანონმდებლობა, საგადასახადო რეფორმა, ან კდევ ხელისუფლების განშტოებებს შორის ძალაუფლების ბალანსი.

„ყველა ამ საკითხის მოგვარებას მოთათბირება და ვერტიკალური სპაციალიზაცია ესაჭიროება. აუცილებელია საკითხში კონსტიტუციონალისტების და არა დილეტანტებისა თუ ორატორების ჩართვა.

ამ მომენტისათვის ყველაფერი ორატორის ხმის სიძლიერით განისაზღვრება. ეს კი ისეთ ვაკუუმს ბადებს, რომელიც უდაოდ სხვა მსგავსი ადრენალინით შეივსება და ასე მანამდე გასტანს, სანამ ეს ადრენალინი სისხლში არ გადაინთხევა. აი სწორედ ასეთ სტადიაში ვიმყოფებით ჩვენ”. ამბობს ჯამილ მრუე. ცოტა ხნის წინათ, ხელისუფლების მომხრეებსა და ოპოზიციონერებს შორის მომხდარ ქუჩის შეტაკებებს, რამდენიმე ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. შეტაკებებმა ბევრი განარისხა, მაგრამ ბევრიც დღევანდელი სიტუაციიდან გამომდინარე საქმეთა ასეთ განვითარებას უკვე მოელოდა.

XS
SM
MD
LG