ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პუტინი  თბილისის გასაგონად დსთ-ს აუცილებლობაზე საუბრობს


რიგით მე-6 პრესკონფერენციაზე, რომელიც გუშინ , 1 თებერვალს გაიმართა, მოსკოვში რუსეთის პრეზიდენტმა კითხვაზე მოსკოვის საგარეო პოლიტიკის შესახებ, რომელიც ცხადყოფს, რომ რუსეთი თავის ენერგორესურსებს თავისივე ინტერესებში იყენებს უპასუხა, რომ რუსეთს ხშირად სდებენ ბრალს ეკონომიკური ბერკეტების გამოყენებაში პოლიტიკური მიზნების მისაღწევად, რაც, ვლადიმერ პუტინის განცხადებით , ასე არ არის !

სწორედ ამ საკითხით დაიწყო ჩვენი საუბარი საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის ვიცე-პრეზიდენტთან, თემურ იაკობაშვილთან :

- პუტინი იქცევა ისე, როგორც უნდა მოიქცეს ნებისმიერი ქვეყნის პრეზიდენტი. ის ცდილობს გაამართლოს თავისი პოლიტიკა და წარმოაჩინოს ის საუკეთესო შუქში. ამასთან ერთად არის ისეთი ფაქტები, რომლებსაც არა მარტო საქართველოსთან მიმართებაში, არამედ სხვა მეზობლებთან მიმართებაშიც რუსეთი საკმაოდ აქტიურად იყენებს მის ხელთარსებულ ე.წ. ენერგეტიკულ იარაღს, რათა შეცვალოს პოლიტიკა, და არა ეკონომიკა. ეს ძირითადად იყო გამოყენებული უკრაინასთან მიმართებაში, იყო გამოყენებული სულ ახლახან ბელორუსთან მიმართებაში და საქართველოსთან მიმართებაში რაც იყო, ყველამ კარგად იცის. ასე რომ, პუტინი უფრო ცდილობს თავისი პოლიტიკის გამართლებას, ვიდრე რაღაც არგუმენტების მოყვანას.

XS
SM
MD
LG