ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ღაზის სექტორში ისევ იფეთქა ძალმომრეობამ


ღაზის სექტორში ისევ იფეთქა ძალმომრეობამ ფატასა და ჰამასის შეიარაღებულ დაჯგუფებებს შორის.

დაიღუპა ათი კაცი. დაღუპულთა შორის არის ფატას მაღალი რანგის ორი წევრი. ისინი დღეს ქალაქ ღაზის შორიახლოს განლაგებულ ლტოლვილთა ერთერთ ბანაკში ამტყდარი სროლისას დაიღუპნენ.

ჰამასის დაჯგუფებამ დღეს რეაქტიული ჭურვები დაუშინა პალესტინის ავტონომიის პრეზიდენტ მაჰმუდ აბასის ღაზაში განლაგებულ ოფისებს და ააფეთქა ფატას რადიოსადგურის შენობა. ფატას შეიარაღებული ასობით წევრი ქალაქ ღაზაში ისლამური უნივერსიტეტის შენობაში შეიჭრა.

ძალმომრეობა დაიწყო მას შემდეგ რაც გუშინ ჰამასის წევრებმა თვადსახმა განახორციელეს ავტოკოლონაზე რომელსაც პრეზიდენტ აბასის უშიშროების ძალები იცავდნენ.

XS
SM
MD
LG