ეს გადაწყვეტილება მიღებულ იქნა მას შემდეგ რაც ამ კვირას შეტაკებას ჰქონდა ადგილი ისლამისტ მოთარეშეებსა და ამერიკულ და ერყის მთავრობის ძალებს შორის. ერაყის მთავრობის წარმომადგენელთა განცხადების თანახმად ძალაში რჩება კომენდანტის საათი ისევე როგორც სხვა განსაზღვრული შეზღუდვები ქალაქ ნაჯაფში.
ამ განცხადებაში არაფერია ნათქვამი იმის თაობაზე არსებობს თუ არა ნაჯაფზე თავდასხმის საფრთხე.
კვირას ისლამური დაჯგუფება “სამოთხის ჯარისკაცების” ორასზე მეტი წევრი დაიღუპა შეიარაღებული შტაკებისას რომელშიც ამერიკული ავიაციაც მონაწილეობდა.
დაკავებულია ამ დაჯგუფების ასობით წევრი.
ამ ფონზე ამერიკული სამხედრო კონტინგენტის მთავარსარდლობა აცხადებს რომ იგი გამოძიებას ატარებს დღეს ბაღდადის ჩრდილოეთით ამერიკული სამხედრო შვეულმფრენის დაღუპვის საქმეში. თვითმხილველები ამტკიცებენ რომ დაუზუსტებელი მონაცემებით სულ მცირე ერთი ამერიკული შვეულმფრენი იქნა ჩამოგდებული ტაჯის სამხედრო საჰაერო ბაზის შორიახლოს.
ამრიკული სპეც-სამსახურების მიერ შემუშავებულ მოხსენებაში ნათქვამია რომ ერაყში ამერიკულ ძალებს სიტუაციის პრაქტიკულად არავითარი კონტროლი არ გააჩნიათ.
ამ ინფორმაციის თანახმად არ არის გამორიცხული მდგომარეობის კიდევ უფრო გაუარესება. გაზეთ ვაშინგტონ პოსტის მიერ გავრცელებული ინფორმაციაში ნათქვამია რომ ორგანიზაციამ “ეროვნული სადაზვერვო ცენტრი” პრეზიდენტ ბუშს უკვე გადასცა მისი გასაიდუმლოებული ოთხმოცდაათგვერდიანი მოხსენება. ეს დოკუმენტი დღეს უნდა გადასცენ კონგრესს.
ვაშინგტონ პოსტის თანახმად დოკუმენტში კითხვის ნიშნის ქვეშაა დასმული ერაყის მთავრობის უნარი ექსტრემიზმის წინააღმდეგ იბრძოლოს, საფუძველი ჩაუყაროს ეფექტურ ეროვნულ ინსტიტუტებს და მოსპოს ერაყში დღეს არსებული კორუფცია. დოკუმენტის ავტორებს მიაჩნიათ რომ ერაყში ალყაიდას მოქმედების პარალელურად მიმდინარე შიდა დაპირისპირება წარმოადგენს კონფლიქტის მთავარ წყაროს და უშუალოდ უქმნის საფრთხეს აშშ-ის ინტერესებს რეგიონში.