ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თბილისში შენობების დემონტაჟი გრძელდება


თბილისის მერის, გიგი უგულავას განცხადებით დანგრეული იქნება ყველა ნაგებობა, რომელიც წინა წლებში უკანონოდ, კორუფციული გარიგების საფუძველზე აშენდა და თბილისის იერსახეს ამახინჯებს. ყველაზე დიდი ხმაური მოჰყვა დელისის მეტროსთან , დაახლოებით 3 წლის წინ აშენებული სავაჭრო ცენტრის დანგრევას, რომლის 8 მეპატრონე მერიის აღნიშნულ გადაწყვეტილებას აპროტესტებს, დედაქალაქის მთავრობას კერძო საკუთრების ექსპროპრიაციაში ადანაშაულებს, ხოლო სამართალის აღდგენას სტრასბურგის სასამართლოში აპირებემ. კერძო მესაკუთრეებს მხარს უჭერს ქართულო ოპოზიცია, არასამთავრობო ორგანიზაციები. დღეს აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით დაზარალებული კერძო მესაკუთრეების მონაწილეობით ბრიფინგი გამართა ახალი მემარჯვენეების ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა კაციტაძემ, რომელმაც ახლების სახელით მათ უწყვეტი თანადგომის პირობა მისცა. ბრიფინგის დასრულების შემდეგ მამუკა კაციტაძეს გავესაუბრე : - ორი ძირითადი მომენტი განსაზღვრავს ამ თანადგომის უწყვეტობას ჩვენის მხრიდან. პირველი : კერძო საკუთრება დაცულია კონსტიტუციით და კონსტიტუციური ნორმების შესრულება თითოეული მოქალაქის, მითუმეტეს დეპუტატის ვალია. ჩვენ ამ ვალდებულებას ვასრულებთ და უნდა შევასრულოთ.
XS
SM
MD
LG