ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პრ. ბუში ერაყში დამატებითი ჯარების გაგზავნის სხვა ალტერნატივას ვერ ხედავს


პრეზიდენტ ბუშის განცხადებით, მან ერაყში ყველანაირი ალტერნატივა შეაფასა, და რომ დამატებითი ჯარების გაგზავნა საუკეთესო გამოსავალია შექმნილი სიტუაციიდან. ეს განცხადება პრეზიდენტმა დღეს ფოქსის ტელევიზიასთან საუბარში გააკეთა ნიუ იორკში. პრეზიდენტმა ბუშმა აღნიშნა, რომ დამარცხება ერაყში ქაოსს გამოიწვევს და ტერორისტებს კიდევ უფრო გაათამამებს.

პრეზიდენტმა უარყო ამერიკის ჯარების თანდათანობითი გამოყვანის განრიგის დადგენის შესაძლებლობა და განაცხადა, რომ ამან ტერორისტებს შესაძლოა უკეთ მანევრირების საშუალება მისცეს. პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ ამერიკის ეკონომიკური წარმატება ერაყში არსებული მოვლენებით იჩრდილება. ირანის საკითხზე კი ამერიკის ლიდერმა ტელევიზიასთან ინტერვიუში თქვა, რომ თეირანთან მიმდინარეობს დიპლომატიური ძალისხმევა მისი ბირთვული პროგრამის შესაჩერებლად.

XS
SM
MD
LG