ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

შეერთებული შტატები, კარბალაში მომხდარ თავდასხმაში ირანელთა მონაწილეობის საკითხს იძიებს


ამერიკულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ შეერთებული შტატები, ერაყის ქალაქ კარბალაში მომხდარ თავდასხმაში ირანელთა შესაძლებელი მონაწილეობის საკითხს იძიებს. ამ თავდასხმას 5 ამერიკელი სამხედროს სიცოცხლე ემსხვერპლა.

ნიუ იორკ თაიმსისა და სი ენ ენ ნიუსის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მთავრობის ანონიმი წარმომადგენლების მიერ მათთვის მიცემული ინფორმაციით, შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტი ცდილობს დაადგინოს ის, იყო თუ არა ეს თავდასხმა ირანის მიერ დაგეგმილი და იღებდნენ თუ არა მასში მონაწილეობას ირანის მიერ გაწვრთნილი მებრძოლები.

XS
SM
MD
LG