ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კიდევ ერთი ტერაქტი  ერაყში


ერაყის უშიშროების სამსახურების წარმომადგენლები იტყობინებიან, რომ დაახლოებით შვიდი ადამიანი დაიღუპა დღეს ბაღდადში რამდენიმე მანქანის აფეთქების შედეგად.

ოფიციალური ცნობებით, დაიჭრა 20-ზე მეტი ადამიანი. აფეთქებებს ერაყის დედაქალაქის სამ სხვადასხვა რაიონში ჰქონდა ადიგლი.

ქალაქ მუქდადიაში კი კამიკაძე ტერორისტმა ერაყის არმიის საკონტროლო გამშვებ პუნქტთან ნავთობით დატვირთული სატვირთო მანქანა ააფეთქა. ინციდენტის შედეგად თავად კამიკაძე დაიღუპა. დაიჭრა 6 ჯარისკაცი.

ამ ფონზე, ამერიკელი სამხედროები აცხადებენ, რომ სამშაბათს ალ ანბარის პროვინციაში გატარებული ოპერაციის დროს მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაიცვალა ერთი ამერიკელი საზღვაო ქვეითი და ორი ჯარისკაცი.

ანბარის პროვინცია, როგორც ცნობილია სუნიტი მოთარეშეების თავშესაფარს წარმოადგენს.

კვირის დასაწყისში იქ მოთარეშეებმა რამდნეიმე თავდასხმა განახორციელეს, რასაც 50 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. დაღუპულთა შორის უმრავლესობა შიიტი მუსლიმები იყვნენ, რომლებიც აშურას საღვთო დღესასწაულზე ლოცულობდნენ.

XS
SM
MD
LG