ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ფათამ და ჰამასმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას მიაღწიეს


ხუთდღიანი გააფთრებული ბრძოლების შემდეგ ღაზაში სიმშვიდემ დაისადგურა მას შემდეგ რაც პალესტინელთა მოწინააღმდეგე მხარეებმა ფათამ და ჰამასმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას მიაღწიეს.

პალესტინის უშიშროების სამსახურის განცხადებით სამშვიდობო შეთანხმება დილის 3 საათიდან შევიდა ძალაში და ამის შემდეგ რაიმე სერიოზული შეტაკება აღარ მომხდარა.

პალესტინის საგარეო საქმეთა მინისტრის და ორგანიზაცია ჰამასის წარმომადგენელის მაჰმუდ ზაჰარის განცხადებით:” ჩვენი მოთხოვნაა ყველა მეომარმა დატოვოს ქალაქის ქუჩები, მოიხსნას ბარიერები და შეიარაღებული დაჯგუფებები თავიანთ ბაზებზე დაბრუნდნენ. ამასთან ერთად ფათას და ჰამასის წარმომდგენლებმა უნდა დაიცვან ადრე მიღწეული შეთანხმებები.”

დღეს პალესტინის პრეზიდენტი მაჰმუდ აბასი ეგვიპტის პრეზიდენტს ჰოსნი მუბარაქს შეხვდა. ეგვიპტე და საუდის არაბეთი პალესტინელთა სამშვიდობო მოლაპარაკებებზე შუამავლის ფუნქციების შესრულებას ცდილობენ.

ახლახანს მიღებული ინფორმაციით ღაზას სექტორში უკვე დაირღვა ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულება. ფათას მეომრებმა ჰამასის წარმომადგენელი მოკლეს.

XS
SM
MD
LG