ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ისრაელის სამხედრო თვითმფრინავმა ისრაელისა  და ღაზის სექტორის საზღვართან მდებარე გვირაბი დაბომბა


ისრაელის შეიარაღბული ძალების ოფიციალური პირები აცხადებენ რომ დღეს ისრაელის სამხედრო თვითმფრინავმა ისრაელისა და ღაზის სექტორის საზღვართან მდებარე გვირაბი დაბომბა.

ისრაელის სამხედრო პირის მიერ გაკეთებული განცხადების თანახმად გვირაბი მას შემდეგ დაიბომბა რაც ისარელის შეიარაღებული ძალებისთვის ნათელი გახდა რომ პალესტინელი მემაბოხეები მას სამომავლოდ ისარელზე განხორციელებული თავდასხმების მიზნით გამოიყენებდნენ.

მსხვერპლთა ზუსტი რიცხვი უცნობია. ისრაელის მხრიდან საჰაერო დარტყმა პალესტინელი კამიკაძე ტერორისტის მიერ გუშინ ისრაელის წითელი ზღვის კურორტ ელიატში განხორციელებულ თავდასხმას მოჰყვა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა.

XS
SM
MD
LG