ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ერაყში ტერაქტს 36 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა


ერაყის ოფიციალური პირების მიერ გაკეთებული განცხადების თანახმად დღეს, შიიტ მუსლიმანთა უწმიდესი დღესასწაულის აშურას რიტუალის დროს განხორციელებული ორი თავდასხმისას სულ ცოტა 36 ადამიანი დაიღუპა.

ერაყის პოლიცია აცხადებს რომ ირანის საზღვართან მდებარე ქალაქ მანდალში, შიიტი მუსლიმანების მეჩეთის ჭიშკართან კამიკაძე ტერორისტმა თავი აიფეთქა, რის შედეგადაც 23 ადამიანი დაიღუპა, ხოლო დაიჭრა 61- ზე მეტი.

ქალაქ ხანაქინში მეჩეთში მიმავალი შიიტ მუსლიმანებს შორის აფეთქებულმა ნაღმმა იმსხვერპლა 13 ადამინის სიცოცხლე. დაჭრილია სულ ცოტა 40 ადამიანი.

ორივე ქალაქი ბაღდადის ჩრდილოეთით მდებარე პროვინცია დიალაში მდებარეობს.

XS
SM
MD
LG