ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რეპორტაჟი თბილისიდან: ლუსტრაცია და საზოგადოება


- უკანასკნელ დროს, მეტწილად არა მედიის საშუალებით, არამედ არა ტრანსლირებულ საზოგადოებრივ თავშეყრებზე, მიმდინარეობს დისკუსია იმის თაობაზე, არის თუ არა საჭირო საქართველოში ლუსტრაციის კანონის მიღება. მაშინ, როდესაც ერთნი ამკიცებენ რომ ამ კანონის მიღება არ არის საჭირო, ამ მოსაზრებას იმით ამყარებენ, რომ ქართველ ხალხს უყვარს კერპების შექმნა და შემდეგ ამ კერპებს უფრთხილდება. კერპების მსხვრევა კი ყველაზე დიდ ფრუსტრაციას, აპათიას გამოიწვევს, ამიტომ არა მხოლოდ მთავრობა, არამედ საზოგადოებაც ითხოვს არა სიმართლეს, არამედ ტყუილს.

წარსულში ხელების ფათური და ძველი დამნაშავეების გამოაშკარავება არავის სურს. ეს ერთ-ერთი პოზიციაა, მეორე პოზიცია, გაცილებით მოკლე და გამართლებულია _ ვერც ერთი ქვეყანა ვერ აშენდება ტყუილის ხარჯზე, სიმართლის გარეშე საქართველოს სრულყოფილ სახელმწიფოდ ჩამოყალიბება შეუძლებელია.

ჩვენი დღევანდელი გადაცემის სტუმარი გახლავთ, ლუსტარაციის კანონის ერთერთი შემქნელი, რესპუბლიკური პარტიის წევრი ბატონი ლევან ბერძენიშვილი, რომელსაც ამგვარი კითხვით მივმართავთ

– არის თუ არა ქართული საზოგადოების დაკვეთა ლუსტრაციის კანონის მიღებისთვის?

ლევან ბერძენიშვილი – საზოგადოება მზად არის, თუ ის არის საზოგადოება. რაიკომის მდივნები რასაკვირველია მზად არ არიან, არ არის მზად ე.წ. წითელი ინტელიგენცია, მაგრამ ეს არის საზოგადოება? თუკი მათ შევეკითხებით, რა თქმა უნდა ისინი იტყვიან, რომ ამ კანონის მიღება საჭირო არ არის. ამიტომ ჩვენ უნდა დავეკითხოთ, ნამდვილ საზოგადოებას. ეს ძალიან რთული პროცესი იქნება, გაუკი არ ყავს საქართველოს, ილია ჭავჭავაძის შემდეგ ჩვენ არ გვყავს კაცი, რომელსაც მივანდობთ, ვთქვათ, ასეთი სიას.

ამიტომ ჩვენ რაღაც სხვა უნდა მოვიფიქორთ. არ არის ერთი პიროვნება, მაგრამ რამდენიმე ადამიანისგან შემდგარი ჯგუფის შედგენა შეიძლება. ეს არის მცდარი მოსაზრება, რომ საზოგადოება ვერ გაუძლებს ამ სიმართლეს, ქვეყანა, რომელმაც ამდენ ომს გაუძლო, როგორ შეიძლება ვერ გაუძლოს სიმართლეს. თუ ჩვენ ვართ ქვეყანა, ჩვენ ამ სიმართლეს გავუძლებთ, ეს იქნება რთული მაგრამ გავუძლებთ. რთული იქნება, როდესაც გავიგებთ, რომ ჩვენი სასიქადულო ადამიანები ყოფილან საბჭოთა უშიშროების აგენტები.

- ამგვარია ამ კანონის ერთერთი შემქნელის, ყოფილი პოლიტპატიმრის, დისიდენტის და პოლიტიკოსის, ლევან ბერძელნიშვილის პოზიცია იმასთან დაკავშირებით, ითხოვს თუ არა ქართული საზოგადოება ლუსტრაციის კანონის მიღებას.

XS
SM
MD
LG