ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გრძელდება შეტაკებები ღაზის სექტორში


გრძელდება შეტაკებები პალესტინელთა შორის ღაზის სექტორში. დღეს ჰამასის და ფათას მეომრებს შორის გამართულ ბრძოლას კიდევ 4 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. ამ დღეების განმავლობაში პალესტინელთა შორის ამტყდარ ომში 30-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, რომელთა შორის ბავშვებიც იყვნენ. ინტენსიური ბრძოლები მიმდინარეობს ღაზის ყველაზე უფრო მჭიდროდ დასახლებულ რაიონში. საუდის არაბეთის მეფემ აბდულამ დაპირისპირებულ მხარეებს ამ სამარცხვინო სისხლისღვრის შეწყვეტისკენ მოუწოდა და სამშვიდობო მოლაპარაკებებზე მიიწვია მექაში.
XS
SM
MD
LG