ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ახალგაზრდა მუსლიმი ბრიტანელები უფრო ექსტრემალურად არიან განწყობილნი ვიდრე უფროსები


უკანასკნელი გამოკვლევის შედეგების მიხედვით ახალგაზრდა ბრიტანელი მუსულმანები უფრო ექსტრემისტული პოლიტიკური შეხედულებებით გამოირჩევიან უფროსებთან შედარებით. ამ გამოკვლევის მიხედვით 16-დან 24 წლამდე ასაკის 10 ბრიტანელი მუსლიმიდან ყოველ მეოთხეს შარიათის კანონებით ურჩევნია ცხოვრება ვიდრე ბრიტანული სამოქალაქო სამართალის მიხედვით, მაშინ როდესაც მუსულმანთა უფროს თაობაში ეს რიცხვი ორჯერ ნაკლებია. ამავე გამოკვლევის მიხედვით ახლაგაზრდა ბრიტანელი მუსულმანების 13% ალ-ყაიდას და სხვა ტერორისტულ ორგანიზაციებისმომხრეა. სამ მეოთხედს კი მიაჩნია რომ ქალებმა აუცილებლად ჰიჯაბით უნდა იარონ.
XS
SM
MD
LG