ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რეპორტაჟი თბილისიდან: რუსეთის ელჩი მუშაობას შეუდგა


როგორც ცნობილია, თბილისში 4-თვიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა რუსეთის ელჩი. ვიაჩესლავ კოვალენკომ ჩამოსვლისთანავე განაცხადა, რომ სრული მობილიზებით შეუდგება მუშაობას. - არაჩვეულებრივი სამუშაო განწყობა მაქვს, ვიზების გაცემისა და კომუნიკაციების აღდგენის საკითხს ჩვენ უახლოეს დღეებში განვიხილავთ. იმედი მაქვს, რომ საერთო ენას გამოვნახავთ - განაცხადა ვ. კოვალენკომ თბილისში დაბრუნებისას. მეორე დღეს, 24 .01. მთავრობის სხდომა სახელმწიფო კანცელარიაში სწორედ რუსეთის ელჩის დაბრუნების საკითხით დაიწყო. პრემიოერ-მინისტრმი ზურაბ ნოღაიდელმი რუსეთის აღნიშნულ გადაწყვეტილებას მიესალმა და ვ.კოვალენკოსთან კონსტრუქციული მუშაობის იმედი გამოთქვა. კერძოდ, პრემიერმა აღნიშნა - ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ამას მოჰყვება კონკრეტული პოზიტიური ნაბიჯები რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებში. ჩვენ ჩვენი მხრიდან არაერთხელ განგვიცხადებია, რომ მზად ვართ რუსეთთან კონსტრუქციული და პარტნიორული ურთიერთობებისთვის. მაგრამ ზუსტად 2 დღეში გახმაურდა ისტორია, დაკავშირებით გამდიდრებულ ურანთან, რომელიც გასულ წელს საქართველოში რუსეთის მოქალაქემ შემოიტანა, იგი 3 კგ. გამდიდრებული ურანის გაყიდვას 30 მილიონ დოლარად ცდილობდა. ქართველმა ძალოვანებმა შეიტყვეს, რომ ნივთიერება 90 % -მდე გამდიდრებული ურანი იყო, რომელიც ბირთვული რეაქტორებისთვის გამოიყენება. ურანის სკანდალს საერთაშორისო გამოხმაურება მოჰყვა. ყველა აღიარებს, რომ საქართველოს კონფლიქტური ზონები - ცხინვალის რეგიონი და აფხაზეთი - რომელთაც თბილისი ვერ აკონტროლებს, საერთაშორისო საფრთხეს წარმოადგენს. რუსეთთან ურთიერთობები კი კვლავ დაძაბულობის ფაზაში გადადის. ამ საკითხებზე დღეს ჩვენი სტუმარი, საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის ექსპერტი, თეა კენჭაძე გვესაუბრება : - უპირველეს ყოვლისა უნდა აღინიშნოს, რომ რუსეთის ელჩის დაბრუნება საქართველოში არის პოზიტიური ცვლილება და რაღაც პოზიტივის მომტანი იქნება ამ გართულებულ და ძალიან დაძაბულ ურთიერთობებში, რაც არსებობს დღესდღეობით საქართველოსა და რუსეთს შორის...
XS
SM
MD
LG