ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე გლობალური ვაჭრობის შესახებ მსჯელობენ


მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე დღეს დავოსში 30 ქვეყნის წარმომადგენელი ვაჭრობის მინისტრი შეიკრიბა. შეხვედრის მიზანი გლობალური ვაჭრობის საკითხში მოლაპარაკებების განახლება იყო. მინისტრები, ამდენად შეეცდებიან მოაგვარონ მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის გლობალური ვაჭრობის შეთანხმების საკითხი. ეს შეთანხმება, სავარაუდოდ შეამცირებს არსებული ტარიფებისა და სუბსიდიების რაოდენობას მტელ რიგ პროდუქტებზე. შეთანხმების მხარდამჭერები აცხადებენ, რომ ამგვარი გარიგება მილიარდობით დოლარს უზრუნველყოფს სხვადასხვა ქვეყნის ეკონომიკისთვის და განვითარებად ქვეყნებს კიდევ უფრო დაეხმარება გარდამავალი ვითარების დასაძლევად.
XS
SM
MD
LG