ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთის ანალიტიკური ცენტრის თანამშრომელი თვლის რომ


საქართველოში ურანის კონტრაბანდული გზით შეტანის სკანდალთან დაკავშირებით თავდაცვის საკითხებში რუსეთის ანალიტიკური ცენტრის თანამშრომელი ალექსანდრე პიკაევი თვლის რომ ინფორმაცია უფრო დეტალურ გამოძიებას ითხოვს, ხოლო რუსული მხარე უფრო სერიოზულად უნდა ჩაებას ამ დარგში თანამშრომლობის კუთხით.

პიკაევის თანახმად ეს ინციდენტი იმაზე მიუთითებს რომ საშიში ბირთვული მასალებით ვაჭრობას შავ ბაზარზე ნამდვილად ააქვს ადგილი და არა მარტო საქართველოში. მისივე თქმით ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს უზარმაზარი ინფორმაციაა აქვს დაგროვილი ამასთან დაკავშირებით. როგორც პიკაევმა აღნიშნა საჭიროა უფრო მკაცრი კონტროლის დაწესება რათა ეს მასალები არ ჩაუვარდეს ხელთ დამნაშავეებს.

მას მიაჩნია რომ ამ მასალების კონცენტრაცია და შენახვა უნდა მოხდეს განსაზღვრულ ადგილებში და საერთოდ უნდა იქნას მოშორებული სამოქალაქო დაწესებულებებიდან.

როგორც პიკაევმა თქვა ამ დარგში საჭიროა თანამშრომლობა და არა ამ საკითხის პოლიტიზირება. პიკაევმა აქ იგულისხმა რუსეთის განცხადება იმის თაობაზე თითქოს საქართველომ ახლა იმიტომ დაიწყო საუბარი ამ თემაზე რომ ამ საქმიდან პოლიტიკური დივიდენდები ამოიგოს.

XS
SM
MD
LG