ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კინომატოგრაფიაში ქალის როლი  საგრძნობლად კლებულობს


სან დიეგოს უნივერსიტერის მიერ ჩატარებული გამოკვლევის თანახმად კინომატოგრაფიაში ქალის როლი საგრძნობლად კლებულობს. 2005 წელს 250 პოპულარული ფილმიდან 93 პროცენტი მამაკაცის, ხოლო 7 პროცენტი ქალის გადაღებული იყო. გამოკვლევა ასევე ამტკიცებს რომ ქალი რეჟისორი ჰოლივუდში ისეთივე იშვიათი და მიუღებელი მოვლენაა როგორც ჭარბი წონის მქონე მსახიობი ქალი.

თუმცა გამონაკლისებიც არიან. 50 წლის რეჟისორი, მარტა ქულიჯი რომელიც კინოს ინდუსტრიაში დაახლოებით 30 წელია მოღვაწეობს, იხსენებს რომ მისი კარიერა თავიდანვე დაბრკოლებებით დაიწყო:

"ახალგზარდობისას ყველა მეუბნებოდა რომ როგორც ქალ რეჟისორს კინომატოგრაფიაში წარმატების შანსი არ მქონდა. დღეს არა მგონია იგივე უთხრან ახალგაზრდა გოგონას რომელსაც კინო-ინდუსტრიაში უნდა ცადოს ბედი."

თუმცა პრობლემებს კინო და ტელე ინდუსტრიაში ახალგაზრდა გოგონები დღემდე აწყდებიან. სან დიეგოს უნივერსიტეტის კომუნიკაციის დეპარტამენტის პროფესორი მარტა ლაუზენი უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში ფილმის გადაღების პროცესში ქალის როლს იკვლევს.

ქალბატონი მარტა თვლის რომ: " წინსვლა ამ საკითხში არ იყო 10 წლის წინ და დღემდე არ იგრძნობა. გამოკვლევებმა უჩვენა რომ პროცენტულად ქალის როლი ფილმის გადაღების პროცესში კლებულობს, კონომატოგრაფია განიცდის რეჟისორ და ოიპერატორ ქალთა ნაკლებობას . იშვიათობაარომ სცენარის ავტორი ან პროდუსერი ქალი იყოს. ეს ციფრები ასევე იმის მაჩვნებელია რომ ფირზე ასახულ ამერიკულ ცხოვრებას და კულტურას მსოფლიო მაყურებელი მამაკაცის თვალით აღიქვამს."

ფედი ჯენკინსი კინო-ფილმის მონსტრის რეჟისორია, რომლიც 2003 წლის საუკეთესო ფილმად აღიარეს. მიუხედავად ფილმის წარმოუდგენელი წარმატებისა ქალბატონი ჯენკინსი თვლის რომ ჰოლივუდი მზად არ არის კარი გაუღოს რეჟისორ ქალის. იგი გაკვირვებული იყო რომ შემოთავაზებები მხოლოდ სატელევიზიო გადაცემებითა და მივიწყებული ფილმის ხელახლა გადაღებით იფარგლებოდა:

"გადავიღე მხატვრული ფილმი, მაგრამ რატომღაც არავინ არ ინტერესდება იმით რომ, შეიძლება კიდევ ვაპირებ მსგავსი ფიმლის გადაღებას?!"
ცნობილი მსახიობისთვის და რეჟისორისთვის ჯუდი ფოსტერისთვის ჰოლივუდის გულგრილობა და უნდობლობა უცხო არ არის:

"ჰოლივუდში მამაკაცი პროდისერებისთვის უფრო იოლია მამაკაცებთან ურთიერთობა და მუშაობა, რადგანაც ამ შემთხვევაში მათი აზრები და შეხედულებები ასე თუ ისე ერთმანეთს ემთხვევა. ვთვლი რომ სწორედ ეს არის მიზეზი იმისა რომ ქალს კინომატოგრაფიაში უჭირს ხმის ამაღლება."

თუმცა ჰოლივუდისგან ძალიან განსხავავებულ “სანდენსის” ფესტივალზე, რომელიც იუტას შტატში ქალაქ პარკსიტიში იმართება, წელს წარმოდგენილი 196 ფილმიდან 52 რეჟისორი ქალის მიერ არის გადაღებული.

სანდენსის ფესტივალი კინომატოგრაფიაში რეჟისორი ქალების წარმატებას იმედის თვალით უყურებს, რადგანაც თვლის რომ ქალის სინაზე და ემოციური შეხედულებები კინომატოგრაფიაში ახალი და განსხვავებული ამინდის შექმნას შეუწყობს ხელს.

XS
SM
MD
LG