ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ვეტერანთა საპროტესტო აქციებს საქართველოში ოპოზიცია უერთდება


თბილისში პარლამენტის შენობის წინ მესამე დღეა აფხაზეთისა და სამაჩაბლოს, ასევე სამამულო ომოს , შრომისა და ძალოვანი სტრუქტურების ვეტერანაბისა და ინვალიდების საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. ვეტერანები და ინვალიდები სოციალური შეღავათების გაუქმებას აპროტესტებენ. აქამდე ისინი კომუნალურ გადასახადებსა და ტრანსპორტზე შეღავათებით სარგებლობდნენ.

ვეტერანთა აქციას დღეს საპარლამენტო ოპოზიცია, დევნილები, გორიდან ცამოსული მოვაჭრეები და არასამთავრობო ორგანიზაციები შეუერთდნენ. აქციაზე საქართველოს დემოკრატიული პრინციპებისა და ადამიანის უფლებათა დაცვის კავშირის თავმჯდომარეს, დავით ლილუაშვილს გავესაუბრე : - ვეტერანები გამოვიდნენ ქუჩებში, გამოვიდნენ საკმაოდ ორგანიზებულად, საკმაოდ აღშფოთებულები და ითხოვენ სოციალური შეღავათების აღდგენას...

დაახლოებით 3 საათისთვის საპროტესტო აქციის მონაწილეები მაჩაბლის ქუჩაზე, სახალხო დამცველის ოფისთან გადაინაცვლეს. რამდენიმე აქტივისტი, მათ შორის , თანასწორობის ინსტიტუტის 2 წარმომადგენელი, შეხვდნენ სახალხო დამცველს. შეგვიძლია მოვისმინოთ თანასწორობის ინსტიტუტის ერთ-ერთი ლიდერის, ლაშა ჩხარტიშვილის კომენტარი :

- ეს ადამიანები პრაქტიკულად განწირულები არიან სიკვდილისთვის. ეს არის დაუშვებელი ! ჩემი აზრით, აქ სოლიდარობის მაღალი ხარისხი უნდა გამოიჩინოს ქართულმა საზოგადოებამ და მხარი დაუჭიროს ვეტერანთა მოთხოვნებს... ვეტერანები, მათივე განცხადებით, აქციების შეწყვეტას არ აპირებენ, სანამ ხელისუფლებისგან პასუხს არ მიიღებენ, გადახედავს, შეცვლის თუ არა იგი გასული წლის ბოლოს მირებულ გადაწყვეტილებას.

XS
SM
MD
LG