ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საქართველოს ხელისუფლება: რუსეთის მოქალაქე ბირთვული იარაღის შესაქმნელად გამოსადეგი გამდიდრებული ურანის გაყიდვას ლამობდა


საქართველოს მთავრობამ განაცხადა, რომ თითქმის ერთი წლის წინ დაკავებული რუსეთის მოქალაქე საქართველოს უშიშროების სამსახურის გადაცმული აგენტისათვის ბირთვული იარაღის შესაქმნელად გამოსადეგი, გამდიდრებული ურანის მიყიდვას ლამობდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეს-მდივანმა შოთა უტიაშვილმა სთქვა, რომ 2006 წლის თებერვალში დაკავებული ოლეგ ხინსაგოვის სასამართლო პროცესი დახურულ კარს მიღმა ჩატარდა და ბრალდებულს 8 წლი ნახევრით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

ამ ინფორმაციის თანახმად ხინსაგოვი გამდიდრებული ურანის 100 გრამიანი სინჯის საფასურად ერთ მილიონ ამერიკულ დოლარს ითხოვდა და რამდენიმე კილოგრამის მიწოდების პირობას იძლეოდა. საქართველო აცხადებს, რომ ურანის სინჯები რუსეთისა და ამერიკის ლაბორატორიებში ამოსაცნობადაა გაგზავნილი.

XS
SM
MD
LG