ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ახლო აღმოსავლეთის ექსპერტები ბუშის ახალ სტრატეგიას განიხილავენ


პრეზიდენტმა ბუშმა განაცხადა, რომ მისი გეგმა ერაყის მთავრობის მხარდაჭერას მოითხოვს, რათა ამერიკულ სამხედრო შენაერთებს მათზე დაკისრებული მისიის დასრულების შესაძლებლობა მიეცეთ. პრეზიდენტის თქმით, ამერიკის მთავარ მიზანს ერაყში ისეთი დემოკრატიული სისტემის აშენება წარმოადგენს, რომელიც კანონის უზენაესობის, ადამიანის უფლებების დაცვისა და ტერორთან ბრძოლაში მოკავშირეეობის გარანტი იქნება. წლევანდელ ყოველწლიურ მიმართვაში ერისადმი, ბატონმა ბუშმა შეერთებული შტატების კონგრესს მისეული სტრატეგიის მხარდაჭერისაკენ მოუწოდა. “ჩვენ ამ მიმართულებით ძირითადად გაერთიანებული ძალებით მივემართებით. რასაც კი თქვენ ხმა მიეცით, თქვენ ხმა წარუმატებლობისათვის არასდროს მიგიციათ. ახლა ჩვენი ქვეყანა ერაყში საქმის წარმართვის ახალ სტრატეგიას გეგმავს. და მე მოგიწოდებთ, რომ თქვენ ამ გეგმის განხორციელების საშუალება მოგვცეთ. მე აგრეთვე ჩვენი მებრძოლების მხარდაჭერასაც გთხოვთ.” ციტატის დასასრული. მიუხედავად იმისა, რომ კონგრესი ერაყში ამერიკული სამხედრო კონტინგენტის გაზრდის პრეზიდენტისეული გეგმის საწინააღმდეგო რეზოლუციის მიღებას ლამობს, სათუოა, რომ ამან ახალი სამხედრო შენაერთების ერაყში გაგზავნას ხელი შეუშალოს. “ბოლო ექვსი თვის განმავლობაში ჩვენ უკვე ორჯერ გავხდით მოწმენი კონტინგენტის გაზრდისა და ამან პირიქით ძალადობის გაფარტოებას სეუწყო ხელი. რაც უფრო მეტი ამერიკელი ჯარისკაცი იქნება დისლოცირებული ერაყში,მით უფრო მეტი მათგანი და ერაყელი დაიღუპება. უფრო მეტი ამერიკელის სიცოცხლეს შეექმნება საფრთხე. ერაყი კიდევ უფრო დამოკიდებული გახდება ამერიკულ დახმარებაზე. ჩვენ თუ მეტ სამხედროს გავგზავნით საზღვარგარეთ, შეერთებულ შტატებში დარჩენილი, სტრატეგიულად აუცილებელ სამხედროთა რაოდენობა აღარ იქნება საკმარისი”. ამბობს ამერიკის პროგრესის ცენტრის წამყვანი პოლიტოლოგი ლოურენს კორბი. პრეზიდენტი ბუში ამტკიცებს, რომ ახალი გეგმა წინანდელთაგან განსხვავებით, ერაყელი პოლიტიკური ლიდერების აქტიური მხარდაჭერით სარგებლობს. მისი თქმით ერაყელები ბაღდადში უშიშროების მიღწევის მცდელობით სამხედრო ოპერაციებში მონაწილეობის მირების, ნავთობის გაყიდვიდან მიღებული მოგების განაწილების, ქვეყნის აღდგენისათვის მილიარდობით დოლარის დახარჯვისა და ადგილობრივი არჩევნების ჩატარების პირობას იძლევიან. ერთ-ერთ საკამათო საკითხს ამერიკელების მიერ ერაყელ სამხედროთა მომზადება წარმოადგენს. “ წვრთნასთან დაკავშირებულ ერთ-ერთ მცდარ შეხედულებას ის წარმოადგენს, რომ თავიდან ერაყელთა ისე აბსტრაკტულად წვრთნა უკვე პოზიტიურ მოვლერნად იყო ჩათვლილი. სინამდვილეში აქ მთავარ პრობლემას ერთგულება და საქმისადმი მიდგომა წარმოადგენს. თუ ადამიანი რომელიმე კონკრეტული რელიგიური თუ შეიარარებული ჯგუფის ერთგული რცება, სულ ერთია როგორი კარგად გაწვრთნილიც არ უნდა იყოს ის, შედეგი წარმატებული ვერ იქნება. სწორედ ამიტომაა, რომ ხსირად კარგად გაწვრთნილი ერაყული შენაერთები კარგით ვერაფრით დაიტრაბახებენ”. ამბობს საერთაშორისო კრიზისებთან გამკლავების ჯგუფის წარმომადგენელი, ახლო აღმოსავლეთის სპეციალისტი რობერტ მელი. დემოკრატი კონგრესმენი ჯონ მურთა ერაყის კონფლიქტის ერთ-ერთ გამორცეულ მაკრიტიკებლად გვევლინება. მის ჯერ კიდევ 2005-თ წელს გაილაშქრებას ომის წინააღმდეგ, დიდი პოლიტიკური გამოხმაურება გამოიწვია.
XS
SM
MD
LG