ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პარიზში მიმდინარეობს დონორთა კონფერენცია ლიბანის დასახმარებლად


პარიზში მიმდინარე უცხოელ დონორთა კონფერენციამ ლიბანის დასახმარებლად უკვე გამოჰყო მილიარდობით დოლარი. საფრანგეთის პრეზიდენტმა და ღონისძიების მასპინძელმა ჟაკ შირაკმა თავის გამოსვლაში აღნიშნა, რომ ეს თანხა ჯეჯერობით 7. 6 მილიარდ დოლარს შეადგენს. საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა გამოაცხადა, რომ რიადი ლიბანის დასახმარებლად მილიარდ დოლარზე მეტს გაიღებდა ამ ახალი ინიციატივის ფარგლებში. აშშ-მ, საფრანგეთმა და ევროკომისიამ კი პირობა დასდეს რომ ასობით მილიონ დოლარს გამოჰყოფდნენ. ბატონმა შირაკმა ამ დროს აღნიშნა, რომ ლიბანს დღეს საერთაშორისო დახმარება უფრო მეტად ესაჭიროება ვიდრე ოდესმე, მას შემდეგ რაც იქ, გასულ წელს ისრაელსა და ჰეზბოლას შორის მიმდინარე ომმა ქვეყნის ინფრასტრუქტურის უდიდესი ნაწილი გაანადგურა. სამშაბათს, ჰეზბოლას მიერ ორგანიზებულმა გაფიცვამ პარალიზება მოუხდინა ლიბანს. ამ დროს ოპოზიციამ პრემიერ მინისტრის მთავრობას გადადგომა მოსთხოვა. დღეს, ბეირუთის უნივერსიტეტში სამთავრობო და ოპოზიციის ძალებს შორის მომხდარი შეტაკებისას რამდენიმე ადამიანი დაშავდა.
XS
SM
MD
LG