ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პრეზიდენტი ბუში დროებით საიმიგრაციო რეფორმას ემხრობა


პრეზიდენტი ბუში დემოკრატების მიერ კონტროლირებულ ამერიკის კონგრესს საემიგრაციო კანონპროექტის დამტკიცებისკენ მოუწოდებს.

ყოველწლიურ გამოსვლაში, რომელიც ქვეყანაში შექმნილ მდგომარეობას ასახავდა, ამეირკის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ქვეყანას ძლიერი საემიგრაციო სისტემა ესაჭიროება, რომელიც იმედსა და შესაძლებლობას ანიჭებს უკეთესი მომავლის მაძიებელ მილიონობით ადამიანს.

პრეზიდენტი ბუში დროებითი სამუშაო პროგრამის შექმნისა და მექსიკასთან საზღვრის გამკაცრების შესახებ გამოვიდა მოწოდებით.

მან კიდევ ერთხელ დაიცვა შარშან რესპუბლიკელებით დაკომპლექტებული სენატის მიერ დამტკიცებული გეგმა. ამ დოკუმენტის თანახმად, ქვეყანაში მყოფ 11 მილიონ უნებართვო ემიგრანტს, მოქალაქეობა გადაეცემოდა პროგრამის დასრულების შემდეგ.

თუმცა აღსანიშნავია, რომ ეს გეგმა რესპუბლიკელების მიერვე კონტროლირებულ წარმომადგენელთა პალატაში ჩავარდა. კონგრესის ქვედა პალატა მაშინ საზღვრის უფრო მკაცრ კონტროლს ითხოვდა, მათ შორის სასაზღვრო რაიონში კედლის აშენებას რათა არალეგალური იმიგრანტების ამერიკაში შეღწევა აღეკვეთა.

XS
SM
MD
LG