ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სენატორი ჯიმ ვები ერაყში სტრატეგიის წინააღმდეგია


დემოკრატი სენატორი ჯიმ ვები პრეზიდენტ ბუშს ერაყში სტრატეგიის შეცვლას მოუწოდებს.

ამერიკელმა სენატორმა ჯიმ ვებმა პრეზიდენტის ყოველწლიური გამოსვლის შემდეგ დემოკრატიული პარტიის თვალსაზრისი წარმოადგინა. სენატორმა განაცხადა, რომ ჯორჯ ბუშმა ამერიკა ომში ჩართო და რომ ამ ბრძოლის ღირებულება უზომოდ იზრდება.

ვებმა ასევე მოუწოდა პრეზიდენტს რომ მან დაუყოვნებლივ მიატოვოს ერაყში გატარებული პოლიტიკიკური კურსი და უფრო მეტი გააკეთოს რეგიონალური დიპლომატიისთვის. ვებმა ასევე დასძინა, რომ თუ პრეზიდენტი ამ ნაბიჯებს გადადგმას, მაშინ დემოკრატიული პარტია მისი პარტნიორი გახდება.

ერთობლივ განცხადებაში, წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა ნენსი პელოსიმ და სენატის უმრავლესობის ლიდერმა ჰარი რეიდმა განაცხადეს, რომ კონგრესი ვერანაირად ვერ დახუჭავს თვალს ბუშის წარუმატებელ პოლიტიკაზე ერაყში.

შეგახსენებთ, რომ სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომა ერაყში დამატებითი ჯარების გაგზავნის შესახებ დღეს ტარდება.

XS
SM
MD
LG