ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დღეს პრეზიდენტი ბუში ქვეყნის მდგომარეობის შესახებ ყოველწლიური ანგარიშით წარსდგება კონგრესის წინაშე


დღეს პრეზიდენტი ბუში ქვეყნის მდგომარეობის შესახებ ყოველწლიური ანგარიშით წარსდგება კონგრესის წინაშე, რომელსაც პირველად მისი პრეზიდენტობის ჟამს დემოკრატები აკონტროლებენ. თეთრი სახლის განცხადებით პრეზიდენტი ქვეყნის საშინაო პრობლემებზე გაამახვილებს ყურადღებას.

ბატონი ბუში იმედოვნებს რომ ნაყოფიერად ითანამშრომლებს ოპოზიციასთან კიდევ ორი წლის განმავლობაში საკუთარი საპრეზიდენტო ვადის დასრულებამდე.

პრეზიდენტი ბუში ჯანდაცვის და იმიგრაციის პრობლემების გარდა ერყში თავის ახალ სტრატეგიაზე ისუბრებს, რომელსაც მკაცრად აკრიტიკებენ როგორც დემოკრატები ისე რესპუბლიკური პარტიის წევრებიც.

XS
SM
MD
LG