ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ლიბანში მთავრობის საწინააღმდეგო დემონსტრაციაზე ათასობით ადამიანი გამოვიდა


ლიბანში მთავრობის საწინააღმდეგო დემონსტრაციაზე ათასობით ადამიანი გამოვიდა, რომლებმაც გზები გადაკეტეს საყოველთაო გაფიცვის ლოზუნგით. ლიბანელები პრემიერ-მინისტრ ფუად სინიორას მთავრობის გადადგომას მოითხოვენ. ოპოზიციამ გადაკეტა ბეირუთის საერთაშორისო აეროპორტისკენ მიმავალი გზები. ლიბანის პოლიციის განცხადებით სულ ცოტა 70 ადამიანი დაშავდა ხელისუფლების და ოპოზიციის მომხრეთა შეიარაღებული შეტაკების შედეგად.

გაფიცვას ჰეზბოლა ხელმძღვანელობს. ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის და ხეზბოლას მოკავშირის გენერალ მიშელ აუნის განცხადებით:” ლიბანის ჩრდილოეთში, საზღვაო პორტ ბიბლოსის მახლობლად, დემონსტრანტებზე მთავრობის მიერ ორგანიზებულმა ბანდებმა მიიტანეს იერიში.” ლიბანის პრემიერ-მინისტრი ფუად სინიორა ბეირუთში თავის რეზიდენციაშია ჩაკეტილი და გაძლიერებული დაცვის ქვეშ იმყოფება.

ლიბანელი მუსულმანები ორ ნაწილად არიან გაყოფილნი, თუ შიიტები პროსირიულ ჰეზბოლას უჭერენ მხარს, სუნიტები დასავლური ორიენტაციის მქონე პრემიერ-მინისტრს ემხრობიან.

XS
SM
MD
LG