ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დღეს ვაშინგტონში აბორტის მოწინააღმდეგეთა მრავალათასიანი საპროტესტო დემონსტრაცია გაიმართება


დღეს ვაშინგტონში აბორტის მოწინააღმდეგეთა მრავალათასიანი საპროტესტო დემონსტრაცია გაიმართება, რომელიც აშშ-ის უზენაესი სასამართლოს მიერ აბორტის ლეგალიზების 34-ე წლისთავს აღნიშნავს.

ამგვარი საპროტესტო დემონსტრაციები დგეს მთელი ამერიკის მასშტაბით ჩატარდება. აბორტის მოწინააღმდეგენი ვაშინგტონში კაპიტოლიუმიდან უზენაესი სასამართლოს შენობისაკენ გაემართებიან.

პრეზიდენტი ბუიში ამ აქციის მონაწილეებს ტელეფონის საშუალებით მიმართავს. რესპუბლიკელი სენატორი და მომავალი საპრეზიდენტო არჩევნების ერთ-ერთი კანდიდატი სემ ბრაუნბეკი კი პირადად მიიღებს ამ დემონსტრაციაში მონაწილეობას.

XS
SM
MD
LG