ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პაკისტანის უშიშროების ძალების ავტოკოლონას კამიკაძემ ასაფეთქებელი ნივთიერებით დატვირთული ავტომობილი შეაჯახა


პაკისტანის უშიშროების ძალების ავტოკოლონას კამიკაძემ ასაფეთქებელი ნივთიერებით დატვირთული ავტომობილი შეაჯახა. ეს ტერაქტი რომლის დროსაც სულ ცოტა 5 ადამიანი დაიღუპა ვაზირისტანის რეგიონის ქალაქ მირანშაჰის მახლობლად მოხდა. პაკისტანის არმიის გენერალის შაუკატ სულთანის განცხადებით:” ამ აფეთქების შედეგად კიდევ 9 ჯარისკაცი დაიჭრა.”

ჯერ-ჯერობით არავის უკისრია პასუხისმგებლობა ამ ტერაქტზე. შარშან სექტემბერში პაკისტანის ხელისუფლებამ სამშვიდობო შეთანხმებას მოაწერა ხელი ჩრდილოეთ ვაზირისტანში მოქმედ შეიარაღებულ რაზმებთან, რომლებიც თალიბანის მოკავშირეები არიან.

ამ შეთანხმების მიხედვით პაკისტანის მთავრობამ გამოიყვანა ჯარი ვაზირისტანიდან, ადგილობრივმა ბელადებმა კი ტერორისტული თავდასხმების აღკვეთის პირობა დადეს. მიუხედავად ამისა ძალადობა ამ რეგიონში კიდევ უფრო გახშირდა.

XS
SM
MD
LG