ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ირანის ხელისუფლებამ ქვეყანაში შესვლის უფლება არ მისცა გაეროს ექსპერტებს


ირანის ხელისუფლებამ ქვეყანაში შესვლის უფლება არ მისცა გაეროს ექსპერტებს, რომელებიც ირანის ბირთვული ობიექტების შემოწმებას აპირებდნენ.

ეს ინფორმაცია ირანის სტუდენტურმა ახალი ამბების სააგენტომ გაავრცელა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა და ეროვნული უშიშროების კომისიის ხელმძღვანელზე დაყრდნობით. ალაედინ ბოროუჯერდის თქმით ახალი კანონი ირანის მთავრობას ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოსთან თავისი ურთიერთობის გადახედვას ავალებს.

ეს კანონი ირანის ხელისუფლებამ გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციის საპასუხოდ მიიღო, რომელმაც თეირანს ბირთვული პროგრამის გამო გარკვეული სანქციები დაუწესა.

XS
SM
MD
LG