ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ერაყში ბუშის სტრატეგია  რა ნაყოფს გამოიღებს ჯერჯერობით უცნობია


ერაყში პრეზიდენტ ბუშის ახალი სტრატეგია რა ნაყოფს გამოიღებს ჯერ-ჯერობით არავინ უწყის, თუმცა ერთი რამე ცხადია, ამერიკის ჯარები დარჩებიან ერაყში მანამ სანამ ერაყის დღევანდელი მთავრობა ქვეყანაში სიტუაციის გაკონტროლებას შეძლებს. მიუხედავად ამისა ზოგიერთი ექსპერტი მიიჩნევს რომ ამერიკა ვერასოდეს შესძლებს ერაყში სტაბილობის დამყარებას და ბუშის ადმინისტრაცია შეგნებულად ამუქებს ერაყიდან ამერიკული ჯარების გაყვანის შედეგებს. როდესაც პრეზიდენტმა ბუშმა ერაყში ახალი სტრატეგიის შესახებ გააკეთა განცხადება, მან უკვე მშვენივრად იცოდა რომ ქვეყანაში შექმნილ უმძიმეს სიტუაციას შესაძლოა დამატებით 21 ათასი ჯარისკაცის გაგზავნამაც არაფერი უშველოს. ყოველ შემთხვევაში ვითარების გაუმჯობესებას სულ ცოტა რამდენიმე თვე მაინც დასჭირდება. მიუხედავად ამისა პრეზიდენტი მიიჩნევს რომ ამერიკა ვალდებული იყო ეს ნაბიჯი გადაედგა რადგან, ერაყში უკან დახევა კატასტროფულ შედეგებს მოიტანს შეერთებული შტატებისათვის:’’ ამერიკის წარუმატებლობა რადიკალი ისლამისტების გაძლიერებას გამოიწვევს და მათ გაუადვილდებათ რეგიონის ზომიერი მტავრობების დამხობა რომლის შემდეგ ქაოსური სიტუაცია შეიქმნება მთელს ახლო აღმოსავლეთში.” პრეზიდენტ ბუშის განცხადებით ამერიკის დამარცხება ერაყში ტერორისტების გაძლიერებასთან ერთად ირანის ხელისუფლებას ატომური ბომბის შექმნისკენ უბიძგებს. შეერთებული შტატების ახალი თავდაცვის მდივანის რობერტ გეითსის განცხადებით:” ერაყში შექმნილ სიტუაციაზე აზრთა სხვადასხვაობის მიუხედავად ყველა ეთანხმება იმ აზრს რომ ამერიკის მარცხი ჩვენი ქვეყნის მომავალს დიდ ზიანს მიაყენებს.” ბატონი გეითსის თვალსაზრისით მოვლენების ამგვარი განვითარება შელახავს ამერიკის ავტორიტეტს არა მარტო ახლო აღმოსავლეთის რეგიონში არამედ მთელს მსოფლიოში. უნდა ითქვას რომ ამ აზრს ბევრი ამერიკელი ექსპერტი იზიარებს, ისინიც კი ვინც თავის დროზე ერაყში შეერთებული შტატების ჯარების გაგზავნის წინააღმდეგ გამოდიოდნენ. თუმცა არსებობს საწინააღმდეგო თვალსაზრისიც. გადამდგარი პოლკოვნიკის, ამჟამად ეროვნული თავდაცვის ინსტიტუტის თანამშრომელის ბატონი დევიდ ტრეტლერის აზრით ამერიკამ დაუყოვნებლივ უნდა გამოიყვანოს ჯარები ერაყიდან. პოლკოვნიკი მიიჩნევს რომ ამას არ მოჰყვება რაიმე კატასტროფული შედეგები ამერიკისათვის. წინააღმდეგ შემთხვევაში კი მოვლენები შეასძლოა ძალზე სახიფათოდ განვითარდეს. მისი თქმით:” ერაყში იმდენად ძლიერია წინააღმდეგობები სხვადასხვა დაპირისპირებულ ფრაქციებს შორის რომ მათ არ შეუძლიათ ეროვნული ერთიანობის მთავრობის ჩამოყალიბება რომელიც საზოგადოების ყველა ფენის ინტერესებს დაიცავს.” იგივე აზრისაა პრეზიდენტ ბუშის ყოფილი მრჩეველი რიჩარდ კლარკი, რომელიც 2003 წლის შემდეგ ბუშის ადმინისტრაციის სერიოზული კრიტიკოსი გახდა. მისი თქმით:” არა აქვს მნიშვნელობა რამდენი ხანი დარჩებიან ამერიკის ჯარები ერაყში 12 თვე თუ 7 წელიწადი შედეგი მაინც ერთნაირი იქნება, მათი გაყვანის შემდეგ ერაყში ქაოსი დაისადგურებს.” ბატონი კლარკის აზრით ამ ქაოსთან გამკლავება შეერთებულ შტატებს ერაყში ყოფნის გარეშეც შეუძლიათ სხვადასხვა დიპლომატიური თუ სამხერდო მეთოდების გამოყენებით. ერაყში ამერიკის ჯარების არსებობა კი ამ ამოცანას მნიშნელოვნად ართულებს. რადგან ამერიკელთა მსხვერპლის ზრდასთან ერთად ერაყში ჯარების შენახვა მილიარდობით დოლარი უჯდება შეერთებული შტატების ხელისუფლებას. ამ გარემოების გამო სულ უფრო მეტი ამერიკელი, მათ შორის რესპუბლიკური პარტიის წამყვანი წევრებიც ეჭვის თვალით უყურებენ პრეზიდენტ ბუშის ახალ სტრატეგიას ერაყში.
XS
SM
MD
LG