ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თურქეთის მთავრობა გმობს ჟურნალისტის მკვლელობას


თურქეთის პრემიერ-მინისტრმა რესეფ თაიფ ერდოგანმა დაგმო სომხური წარმოშობის თურქი ჟურნალისტის მკვლელობა. ერდოგანმა მკვლელების აღმოჩენის და დასჯის ბრძანება გასცა, რომლებმაც სომხური გაზეთი აგოსის მთავარი რედაქტორი ჰრანტ დინკი პარასკევს გამოასალმეს სიცოცხლეს. თურქეთის ხელისუფლებამ ამ საქმესთან დაკავშირებით უკვე სამი ეჭვმიტანილი დააკავა. სომეხი ჟურნალისტი სტამბულში საკუთარი გაზეთის რედაქციის წინ მოკლეს. ჰრანტ დინკი ოსმალეთის იმპერიაში სომეხთა გენოციდის საკითხებზე წერდა, რასაც დღემდე არ აღიარებს თურქეთის ხელისუფლება. 2005 წელს თურქეთის სასამართლომ მას 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა თურქების ცილისწამებისათვის.
XS
SM
MD
LG