ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პრ. ბუში კემპ დევიდში სახელმწიფო მდივანსა და თავდაცვის მინისტრს ხვდება


აშშ სახელმწიფო მდივანი კონდოლიზა რაისი და ამერიკის თავდაცვის მინისტრი რობერტ გეითსი დღეს პრეზიდენტ ბუშს ახლო აღმოსავლეთში მოგზაურობის დეტალებს გააცნობენ. შეხვედრა პრეზიდენტის საგარეუბნო რეზიდენციაში, კემპ დევიდში გაიმართება. კონდოლიზა რაისის მოგზაურობა ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში, გერმანიასა და დიდ ბრიტანეთში გამიზნული იყო ისრაელ პალესტინას შორის სამშვიდობო პროცესის აღდგენისა და ერაყში პრეზიდენტ ბუშის ახალი სტრატეგიის მიმართ მხარდაჭერის მოსაპოვებლად. რობერთ გეითსმა კი წინასწარი ინფორმაციის გარეშე ერაყის სამხრეთში იმოგზაურა და იქ ამერიკისა და კოალიციის სამხედრო მეთაურებს შეხვდა. გეითსი ამას გარდა საუდუს არაბეთში, ყატარში, ბაჰრეინსა და ავღანეთში შეჩერდა. მის მიზანს აქაც ერაყში ბუშის ახალი სტრატეგიის გავრცობა წარმოადგენდა.
XS
SM
MD
LG