ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჰილი: "მოლაპარაკებები ფხენიანთან რამდენიმე კვირაში დაიწყება".


ამერიკელი დელეგატი ქრისტოფერი ჰილი აცხადებს, რომ ფხენიანის საკითზე შეხვედრები, სავარაუდოდ რამდენიმე კვირაში განახლდება. დღეს ტოკიოში ჩასვლის შემდეგ ჰილმა განაცხადა, რომ გერმანიაში, მის ჩრდილოეთ კორეელ კოლეგასთან შეხვედრისას მხარეები შეთანხმდნენ რომ ექვსმხრივ მოლაპარაკებებს ცოტა ხანში განაახლებდნენ. თუმცა ჯერჯერობით ზუსტი თარიღი არ არის დადგენილი. ქრისტოფერ ჰილი ამჟამად აზიელ პარტნიორებს აწვდის დამატებით ინფორმაციას ბერლინის შეხვედრის შესახებ და აცხადებს, რომ სამომავლოდ უფრო მეტი დიპლომატიური ძალისხმევაა მოსალოდნელი. “მე და ჩემი ჩრდილოეთ კორეელი კოლეგა შევთანხმდით ექვსმხრივი მოლაპარაკებების განახლების შესახებ. ასევე გავმართავთ შეხვედრას დი ბი ეის სახელით ცნობილი საკითხის თაობაზე, რომელიც შესაძლოა მომავლ კვირაშიც კი შედგეს. “ დი ბი ეი, სხვანაირად, მაკაუს აზიის დელტის ბაკის, დღესღეობით ერთერთი ყვცელაზე წინააღმდეგობრივი საკითხია ჩრდილოეთ კორეასთან. 2005 წელს, როცა ფხენიანის მთავრობამ ხელი მოაწერა ბირთვული პროგრამის დასრულების შეთანხმებას, რამდენიმე დღეში აშშ ხაზინის დეეპარტმანეტმა სწორედ ამ ბანკს სანქციები დაუწესა ჩრდილოეთ კორეის ხელისუფლებისთვის ფულის გათეთრებაში გაწეული დახმარებისთვის. შედეგად, ბევრმა უცხოურმა ბანკმა, ამერიკის მთავრობის შიშით, აკრძალა ჩრდილოეთ კორეასთან გარიგებები.
XS
SM
MD
LG