ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ისრაელი პალესტინას 100 მილიონ დოლარს გადაუხდის


ისრაელმა პალესტინის პრეზიდენტ მაჰმუდ აბასისთვის გადასახადებიდან მიღებული შემოსავლის, 100 მილიონი დოლარის გადაცემის გადაწყვეტილება მიიღო , რომელიც ისედაც პალესტინელების ეკუთვნოდათ, მაგრამ აქამდე გაყინული იყო. ეს თანხა ძირითადად ბატონი აბასის დაქვემდებარებაში მყოფ უშიშროების ძალებს მოხმარდება. ამ გადასახადების აკრეფას პალესტინის ხელისუფლების სახელით ისრაელი ანხორციელებს, თუმცა არჩევნებში ჰამასის გამარჯვების შემდეგ მან შეწყვიტა თანხის გადარიცხვა პალესტინის ხელისუფლებისათვის. ამასობაში ისრაელის მედია იუწყება რომ ამ ქვეყნის თავდაცვის მინისტრის ბრძანებით განუსაზღვრელი ვადით გადაიდო ახალი ებრაული დასახლებების მშენებლობა მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირის ტერიტორიაზე, რომელიც ისრაელის მიერ არის ოკუპირებული.
XS
SM
MD
LG