ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გენ. კეისი აცხადებს რომ ერაყში ჯარების შემცირება ჯერჯერობით მოსალოდნელი არ არის


ერაყში ამერიკელთა სარდლის გენერალ ჯორჯ კეისის განცხადებით 2007 წლის აგვისტომდე ჯარების შემცირება არ არის მოსალოდნელი. ეს განცხადება ამერიკელმა გენერალმა შეერთებული შტატების ტავდაცვის მდივან რობერტ გეთსთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა ქალაქ ბასრაში. ბატონი გეითსის განცხადებით ერაყი ამჟამად გადამწყვეტ ფაზაში იმყოფება, როდესაც ამერიკელთა ახალმა სტრატეგიამ თავისი შედეგი უნდა გამოიღოს. ეს სტრატეგია ერაყში ამერიკელთა სამხედრო კონტიგენტის 20 ათასი ჯარისკაცით გაზრდას ითვალისწინებს. გენერალი კეისი ამ სტრატეგიის ფარგლებში ერაყის შეიარაღებული ძალების გაწვრთნას ითვალისწინებს, რაც მოთარეშეებთან ბრძოლის გაძლიერების პარალელურად უნდა მოხდეს.
XS
SM
MD
LG