ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ, იაპონია და ავსტრალია შეშფოთებულნი არიან ჩინეთის მიერ ახალი იარაღის გამოცდის გამო


შეერთებული შტატები, იაპონია და ავსტრალია შეშფოთებულნი არიან ჩინეთის მიერ ახალი იარაღის გამოცდის გამო, რომელიც ხელოვნური თანამგზავრების წინააღმდეგ არის მიმართული. შეერთებული შტატების ეროვნული უშიშროების საბჭოს წარმომადგენელის გორდონ ჯონდროეს განცხადებით ჩინეთის მიერ ამგვარი იარაღის გამოცდა კოსმოსში საერთაშორისო თანამშრომლობის პრინციპებს ეწინააღმდეგება. იაპონიის ხელისუფლებაც შეშფოთებულია პეკინის მიერ იმგვარი ბალისტიკური რაკეტის გამოცდით, რომელსაც ნებისმიერი ხელოვნური თანამგზავრის განადგურება შეუძლია.
XS
SM
MD
LG