ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სენატორები  ერაყში ბუშის პოლიტიკას აკრიტიკებენ


ამერიკელმა სენატორებმა რეზოლუციის პროექტი წარმოადგინეს რომელშიც გაკრიტიკებულია პრეზიდენტ ბუშის მიერ ერაყში ამერიკული სამხედრო კონტინგენტის გაზრდის გეგმა.

ამ პროექტის ინიციატორები არიან სენატის შეიაარაღებულ ძალთა კომიტეტის თავჯდომარე დემოკრატი მიჩიგანის შტატიდან, სენატორი კარლ ლევინი, სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტსი თავჯდომარე, სენატორი ჯო ბაიდენი დელავერიდან, და რესპუბლიკელი სენატორი ნებრასკიდან ჩაკ ჰეიგელი. სენატორმა ჰეიგელმა შემდეგი განცხადება გააკეთა:

მე ყველაფერს გავაკეთებ რათა არ განხორციელდეს პრეზიდენტის ეს გეგმა, ჩემის აზრით ამგვარი უპასუხისმგებლობა რომელსაც პრეზიდენტი ავლენს საშიშია. დიდი შეცდომაა ამერიკული ძალების გაგაზავნა ერაყში სადაც ადგილობრივ დონეზე რელიგიური და ეთნიკური ხასიათის სამოქალაქო ომი მიმდინარეობს.ცდ

რეზოლუციის მიზანია აიძულონ რესპუბლიკელები გარკვევით გამოხატონ თავისი პოზიცია პრეზიდენტ ბუშის პოლიტიკისადმი ერაყში რომელიც ძალზე არაპოპულარულია ამერიკაში.

აღსანიშნავია რომ სენატორი ჰეიგელი 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში აპირებს საკუთარი კანდიდატურის წამოყენებას, ისევე როგორც სენატორი ბაიდენი.

როგორც ბატონმა ბაიდენმა განაცხადა რეზოლუციის მიზანია აიძულონ პრეზიდენტი ბუში შეცვალოს მისი პოლიტიკა ერაყში. მისივე განცხადების თანახმად სენატის საგარეო ურთიერთობათა საქმეთა კომიტეტი რეზოლუციას სენატის სრულ შემადგენლობას მომავალ კვირას გადაუგზავნის,

კერძოდ მას შემდეგ რაც პრეზიდენტი ბუში სამშაბათს საღამოს ამერიკელებს მიმართავს სიტყვით ქვეყნის მდგომარეობის შესახებ. არ არის გამორიცხული რომ სენატორი ჰილარი კლინტონი, დემოკრატი ნიუ-იორკიდან, 2008 წელს საპრეზიდენტო არჩევნებში თავის კანდიდატურას წამოაყენებს. როგორც იგი აცხადებს წინააღმდეგია ერაყში ამერიკული სამხედრო კონტინგენტის გაზრდისა. იგი სულ ახლახანს დაბრუნდა ერაყიდან. მას მიაჩნია რომ აშშ-მა უნდა შეუწყვიტოს დაფინანსება ერაყს მისი სამხედრო ძალების გაწვრთნისა და აღჭურვისათვის თუ ქვეყნის შიითი ლიდერები არ მისცემენ სუნიტთა უმცირესობას მთავრობაში უფრო აქტიური როლის თამაშის შესაძლებლობას. მან კერძოდ თქვა.

მე არ ვუჭერ მხარს ჩვენი შეიარაღბული ძალების დაფინანსების შემცირებას, მაგრამ მე იმის მომხრე ვარ რომ შეუკვეცონ დაფინანსება ერაყის შეიარაღებულ ძალებს თუ ერაყის მთავრობა არ შეასრულებს აღებულ ვალდებულებებს.

XS
SM
MD
LG