ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ერაყის ოფიციალური პირები აცხადებენ რომ  ბაღადადში ავტომობილებში დამონტაჟებული ნაღმების  აფეთქებების შედეგად სულ მცირე 17 ადამიანი დაიღუპა


პოლიციის თანახმად ბაღდადში განხორციელებული აფეთქებების დროს 40-ზე მეტი ადამიანია დაჭრილი.

ზედიზედ სამ აფეთქებას ჰქონდა ადგილი დორას რაიონში.

ამავე განცხადებაში ნათქვამია რომ ბაღადდის შიიტებით დასახლებული სადრის რაიონში და ქალაქ კირკუკში განხორციელებული თავდასხმების შედეგად დაიღუპა 25 ხოლო დაიჭრა 70 ადამიანი.

გუშინ ბაღდადში აფეთქებების შედეგად ასამდე ადამაინი დაიღუპა.

ამის ფონზე აშშ-ის სამხედრო ძალების ოფიციალური პირები აცხადებენ რომ ბაღდადის აეროპორტთან უპილოტო ამერიკული თვითმფრინავი ჩამოვარდა.

ამავე განცხადების თანახმად ეს მხოლოდ ავარიის შედეგი იყო და ამ თვითმფრინავის მიმართულებით მოწინააღმდეგეს ცეცხლი არ გაუხსნია.

XS
SM
MD
LG